როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდზე - კონკრეტულ პასუხს სპეციალისტები ჯერ ისევ ვერ ამბობენ.
მანამდე კი გეოლოგები ალტერნატიულ გზაზე მუშაობენ და პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის მეასე კილომეტრზე მდებარე ხიდი მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო დაზიანდა. თუმცა სპეციალისტების თქმით, ამჟამად მეწყერის საფრთხე აღარ არსებობს.
„მოხდა მეწყერების გააქტიურება, რამაც გამოიწვია არსებული ხიდის სერიოზული დაზიანება.
დაწყებულია სამუშაოები რათა მოხდეს ამ დაზიანებული მონაკვეთის ალტერნატიული შემოვლითი გზის მოწყობა. ვადებზე ვერ გეტყვით,“- აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანი.