17 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მახლობლად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს - თავი შეიკავონ დღეს, ლომისობის დღესასწაულზე ოკუპირებულ ტერიტორიასა და ე.წ საზღვართან ახლოს მდებარე ეკლესიებსა და სამლოცველოებში მისვლისგან.

უწყების ცნობით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მათი დაკავებას გეგმავენ.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

დღის ამბები