17 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
რესტორან "იმერულ ეზოში" მოწამლულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

20-მდე გაიზარდა იმ პაციცენტთა რაოდენობა, რომლებმაც ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებს მიმართეს.

ამჟმად სტაციონარში 15 პაციენტი რჩება - მათგან 5 ბავშვია. იყო თუ არა რესტორან "იმერულ ეზოში" მიღებული საკვები მათი მოწამვლის მიზეზი - კვლევის საბოლოო პასუხები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

მომხდარის შესახებ კვლევა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო.

ინფორმაცია მიეწოდა სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც. ნახატხარში მდებარე რესტორანში გუშინ ჩატარდა არაგეგმიური შემოწმება. სპეციალისტების ინფომრაციით, ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა, თუმცა იყო დარღვევები - გაიცა შესაბამისი რეკომენდაციებიც.

დღის ამბები