17 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
"ეს მასკარადი უნდა დასრულდეს," - "ბასიანის" ერთ-ერთი დამფიძნებელი, კლუბის მფლობელების გამოკითხვების განახლებას ეხმაურება

პოლიციის სამმართველოში კლუბების დამფუძნებლების გამოკითხვა ისევ განახლდა. უწყებაში დღეს "ბასიანის" კიდევ ერთი მფლობელი, ნაჯა ორაშვილია დაბარებული. კლუბის სხვა დამფუძნებლებისთვის გაუგებარია ორაშვილის გამოკითხვის მიზეზი, რომელიც პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლას მაინც გეგმავს. გამოკითხვა დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული. უწყებაში რამდენიმე დღის განმავლობაში იკითხებოდნენ როგორც "ბასიანის," ისე კაფე "გალერის" დამფუძნებლებიც. გამომძიებლების კითხვები ძირითადად კლუბების საქმიანობას შეეხებოდა.

"ეს მასკარადი უნდა დასრულდეს, არ ვიცი რას ემსახურება და რა საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ამდენი ხანი,"- აცხადებს კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ტატო გეთია.  

დღის ამბები