საქართველოს სარკინიგზო გადაზიდვებში არსებულ სავარაუდო კორუფციული ფაქტების შესწავლის მიზნით "ჰაბ ჯორჯია" საქართველოს სახელმწიფო აუდიტს მიმართავს. ორგანიზაციის წევრები უწყებას ჩატარებული ანალიტიკური კვლევის შედეგებსა და ორგანიზაციის ექსპერტების დასკვნებს წარუდგენენ, რაც მათივე შეფასებით ადასტურებს, რკინიგზის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელების დანაშაულებრივ ქმედებებს, თანამდებობრივ გულგრილობას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და მონოპოლიური სისტემის შექმნის ხელშეწყობას.