17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
„ამ განცხადებით სასამართლომ განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე... ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან"-ადვოკატი

„ამ განცხადებით სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ ვიცით ვინ მოკლა დავით სარალიძე,“-ამის შესახებ განცხადება საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა გააკეთა. ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად სწორედ დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა, თუმცა ის ამ ნაწილში გამართლდა. ადვოკატი ამბობს, რომ სასიკვდილო ჭრილობები მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოკლულისთვის არ მიუყენებია.

„დაუდგენელია გამოძიებით ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები. ეს იყვნენ მთავარი მოწმეები თუ სხვები. გამოძიება არ არის სრულად და ობიექტურად ნაწარმოები. დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან,“-განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუხლი გადაუკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის ნაცვლად, დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში. 

ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ამ მდგომარეობიდან როგორ დაიხსნის პროკურატურა თავს, რადგან დადგინდა, რომ მტკიცებულებები არის გაყალბებული და საქმეში ჩართული ყველა გამომძიებელი და პროკურორის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება.

დღის ამბები