17 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
"ვიღებთ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას... საგამოძიებო კომისია არასდროს შექმნილა საქმეზე, რომელიც არ არის დასრულებული"-ჩუგოშვილი

„პარლამენტი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამაზე, რომ  თავად ჩაიხედოს დეტალებში, თავად გაერკვეს თუ ზუსტად რა მოვლენები განვითარდა,“-ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ხორავას ქუჩაზე  მოკლული მოსწავლეების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. უკვე ცნობილია, რომ შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საქმეს შეისწავლოს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რადგან აქამდე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლიც სასამართლო პროცესების არ დასრულებულა საგამოძიებო კომისია არ შექმნილა.

„ის ფაქტი, რომლის გამოც ვქმნით საგამოძიებო კომისიას არის ემოციურადაც და სამართლებრივადაც ძალიან მძიმე ფაქტი ამიტომ ჩვენ ფაქტობრივად უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვიღებთ. საგამოძიებო კომისია ისედაც სულ რამდენჯერმეა შექმილი და არასდროს არ არის შემქნილი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები,“-განაცახადა თამარ ჩუგოშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტს ოპოზიციამ არაერთხელ მიმართა. მათშორის ეს საკითხი "ევროპულმა საქართველომ" დააყენა ბიუროს სხდომაზეც, თუმცა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ მას ჯერ აკონსულტაციები უნდა გაევლო.მის ამ განცხადებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. დეპუტატებმა ბიუროს სხდომა დატოვეს.

საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარემ საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. 

დღის ამბები