"მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც დააკავა და მოიტაცა აქ მოსვლის პერიოდში, ერთ საათში ჩემი მეგობრები იყვნენ ჩემ გვერდით,"- ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მთავარ პროკურატურასთან გააკეთა.
„51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემ და მისი მეგობრის გვერდით დგომის უფლებას,“- აღნიშნა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაანონსა.
"19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რომ ეს სისტემა დავანგრიოთ, ძირს ეს სისტემა,"- აღნიშნა სარალიძემ.