17 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
"მინდა, ეს ბრძოლა ჩვენ მოვიგოთ" - მოკლული დავით სარალიძის და

„ძალიან დიდი მადლობა რომ გვერდში გვიდგახართ,“- ეს განცხადება, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის დამ, მარიამ სარალიძემ მთავარ პროკურატურასთან გააკეთა.

მან საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს.

„6 თვეა, ჩვენი ოჯახი, მთელი საქართველო იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ. მინდა, ეს ბრძოლა ჩვენ მოვიგოთ და არ მივცეთ უფლება, პროკურატურამ გაიმარჯვოს,“- განაცხადა 14 წლის მარიამ სარალიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები