თბილისის პარალელურად, ზაზა სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია დაიწყო ზუგდიდში. ქალაქის ცენტრში შეკრებილმა მოსახლეობამ მსვლელობით პროკურატურასთან გადაინაცვლა. მოსახლეობა დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ.
„ნუ მომკლავ“, „სად ვიპოვო სამართალი“, დათუნა სარალიძე ჩვენი ოჯახის შვილია“ - ამ და სხვა ლოზუნგებით, აქციის მონაწილეები იმ უსამართლობას აპროტესტებენ, რაც დავით სარალიძის შემთხვევაში მოხდა. მათი განცხადებით, დღეს მიღებული განაჩენი ხელისუფლებს უსუსურობაზე მეტყველებს.
აქციას შეუერთდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებიც. აქციაზე მივიდნენ ცენტრალური ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტები.
აქცია, თბილისის პარალელურად, ხვალაც გაიმართება.