17 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის" - აქციაზე მყოფი ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს მართავენ

პოლიტიკური პარტიების წევრები, რომლებიც მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ ამბობენ, რომ მხოლოდ ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წუთებში კონსულტაციებს გადიან.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე ოპოზიციონერმა კოლეგებმა სახელდახელოდ გაცვალეს აზრები და ჯერ გადაწყვეტილი არ არის როგორი იქნება სამოქმედო გეგმა.

„ეს გარკვეული ნაბიჯი იქნება თუ შოთაძე გადადგამს მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

მისივე თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ამ საქმის ფალსიფიკაციაში მიიღო მონაწილეობა. 

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს აქციაზე იმყოფებიან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკური ძალები და ეს ზუსტად იმის დასტურია, რომ ეს აქცია, რომელიმე ერთ პარტიას არ ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი შოთაძე გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს. თუმცა ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა. 

დღის ამბები