17 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
"შოთაძე ციხეში, სისტემა უნდა დაინგრეს... აქედან ფეხს არ მოვიცვლი" - ზაზა სარალიძე

"ირაკლი შოთაძე გადადგა!" - ამის შესახებ აქციის მონაწილეებს ზაზა სარალიძემ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ტაში და ოვაციები მოჰყვა. თუმცა როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არ არის.

მისი თქმით, ირაკლი შოთაძე პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული.

„პასუხისგებაში მიეცეს შოთაძე, რომელიც მთავარი გამყალბებელი იყო ამ საქმის. შოთაძე ციხეში, სისტემა უნდა დაინგრეს. აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ ყველა დაკავებული არ იქნება,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ

დღის ამბები