პროკურატურის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზაზა სარალიძეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა და განაცხადა, რომ მთავრი პროკურორის გადადგომა არაფერს ნიშნავს.
„მე აქ მოვედი იმ გაგებით, რომ სანამ ზაზა იდგებოდა, მის გვერდით ვიქნებოდი, სანამ არ გადადგებოდა შოთაძე. შოთაძის გადადგომით, აქ არაფერი არ ასრულდება. უნდა დაისაჯოს ის ადამიანები, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული. დამნაშავის ჩამდენი ყველა უნდა დაისაჯოს, შოთაძის გადადგომით აქ არ მთავრდება ეს ყველაფერი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.