სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დერექტორის მეუღლე სოფო ლილუაშვილი, მოკლული დავით სარალიძის მამას მხარდაჭერას უცხადებს.
სოფო ლილუაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობასთან შვილებთან ერთად მივიდა, სადაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უნდა გაიმართოს.
ლილუაშვილი მეუღლემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბავშვების მკვლელებს მფარველობს.
„მინდა ვთქვა, რომ მოვედი ბატონი ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად. მინდა ვუთხრა მას, როგორ მტკივა და როგორ განვიცდი მასთან ერთად ამ საშინელ მდგომარეობას, რაც დღეს ჩვენთა ხდება. ასევე მინდა ვთქვა, რომ მე როგორც ქართველ დედას, ძალიან მეშინია ამ ქვეყანაში ცხოვრება, იქ, სადაც ხელისუფლება ბავშვების მკვლელებს მფარველობს. მაგრამ ისიც მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ არსად არ წავალთ. მე და ჩემი შვილები აქ ვიქნებით. ჩემ ქექე და სანდრო აქ გაიზრდებიან და ისინი, ვინც მკვლელები არიან, ისინი ვინც ამ მკვლელებს მფარველობენ, ნამდვილად უნდა გადაშენდნენ ამ ქვეყნიდან და დაგვანებონ თავი,“ - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.