„ერთი პროკურორი არაფერს ნიშნავს, იმიტომ, რომ სისტემა არის დამპალი,“- ეს განცხადება, ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილმა გააკეთა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე იმყოფება. მისი თქმით, მთავარი პროკურორის გადადგომა მნიშვნელოვანია, თუმცა სისტემა უნდა შეიცვალოს.
თეო ხატიაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„სისტემა თავის დროზე უნდა დანგრეულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ დაინგრა, სახელები შეიცვალა მხოლოდ,“- განაცხადა თეო ხატიაშვილმა.