29 სექტემბერი 2024,   23:25
ვრცლად
"უფრო მეტია გასაკეთებელი, უფრო მეტად შესაცვლელია სისტემა" - გიორგი უშიკიშვილი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ზაზა სარალიძის ოჯახის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა.

მომღერალი მთავარი პროკურორის გადადგომას გამოეხმაურა. უშიკიშვილის განცხადებით, მხოლოდ ირაკლი შოთაძის გადადგომა, ძირეულ ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.  

„ვთვლი, რომ ამ სიტუაციით, რაც ახლა ხდება, რომ გადადგა გენერალური პროკურორი, ვფიქრობ, რომ ძირეული ცვლილებები მაინც არ იქნება, საჭიროა უფრო მეტი ცვლილებები, ცვლილება იმისა, რომ ეს ძალადობა ქვეყანაში აღარ იყოს, უფრო მეტია გასაკეთებელი, უფრო მეტად შესაცვლელია სისტემა, ერთი კაცის გადადგომა მარტო არაფერს არ შველის. მე ვუერთდები, საზოგადოება და საბოლოოდ, ეს ძალადობრივი სისტემა უნდა დაინგრეს,“ - განაცხადა გიორგი უშიკიშვილმა.

 

დღის ამბები