"მადლობა საქართველო! თქვენ ჩემი შვილის გვერდით დგახართ დღეს. მადლობა ყველას, რომ ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, ჩვენი მომავალი ჩვენია, საქართველო ჩვენია. სისტემას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი შვილები მოკლან,“- ეს განცხადება, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც საპროტესტო აქცია იმართება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და მხარდაჭერისკენ მადლობა გადაუხადა.
აქციის მონაწილეებს ზვიად კუპრავამაც მიმართა და განაცხადა: "მირზა სუბელიანი ციხეში".
"მთავარი პროკურორი გაწირეს, მირზას არ სვამენ ციხეში, ვინ არის ეს კაცი,"- განაცხადა "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა.