03 მაისი 2024,   04:10
ვრცლად
შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი რუსთაველზე იდგება - ზვიად კუპრავა

"ეროვნულ სტადიონზე ჩვენი მგლები, მორაგბეები თამაშობენ. ჩვენ შემოგვითვალეს, რომ 10 საათზე მთელი სტადიონი რუსთაველზე იდგება,“- ეს განცხადება, ზვიად კუპრავამ პარლამენტის შენობის წინ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, თამაშის დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" აქციის მონაწილეებს შეურთდებიან

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოსამართლე ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ნინო გვენეტაძის გადადგომაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები