17 ნოემბერი 2024,   20:20
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიების შედეგები და მოსამართლის გადაწყვეტილება ახალგაზრდების პროტესტის მიზეზი გახდა 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 6 თვიანი გამოძიების შედეგები და მოსამართლის გადაწყვეტილება ახალგაზრდების პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი გახდა.

გარდაცვლილი დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მეგობრები ითხოვენ, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც მოზარდების სიცოცხლის მოსპობაში წვლილი შეიტანა.

დღეს სკოლის მოსწავლეებს მოსამართლის გადაწყვეტილებამ დაუდასტურა ეჭვი, რომ დავით სარალიძის რეალურ მკვლელს სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ხელს აფარებენ.

მოწოდებით ”ნუ მომკლავ!“ -  ახალგაზრდებმა სახელმწიფოს არაერთხელ შეახსენეს, რომ დანაშაულისთვის ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ის, ვინც სასწავლო პროცესის გამო საქალაქო სასამართლოში ვერ მივიდა, ხმაურიან საქმეზე მოსამართლის განაჩენს 51-ე სკოლაში ტელევიზიით ისმენდა.

ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა ასაკის ადამიანები კიდევ უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ და იმედოვნებენ, რომ მათ მოთხოვნებს ყოველდღიურად საქართველოს რეგიონებიდან უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება.

დღის ამბები