17 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას რაგბის გულშემატკივრები შეუერთდნენ

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია რაგბის გულშემატკივრები შეუერთდნენ. ისინი სოლიდარობის აქციაზე პირდაპირ სტადიონიდან მივიდნენ.

გულშემატკივრები ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ისინი ზაზა სარალიძის გვერდით დგანან.

მათი მთავარი მოთხოვნაა, დაინგრეს მოძალადე სისტემა. მათი თქმით, მხოლოდ მთავარი პროკურურის გადადგომა არაფერს არ ნიშნავს. 

შეგახსენებთ,საქართველოს რაგბის ნაკრები საფრანგეთის "ბარბაროსებს" ხვდებოდა.

დღის ამბები