შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მირზა სუბელიანმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა, არ ადასტურებს.
როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავას ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.