20 კაცი ცდილობდა ჩემს გატაცებას - ამის შესახებ განცხადება ზაზა სარალიძემ კურიერის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ამ პირებმა მისი გატაცება მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლეს, რომ მასთან ერთად მისი მეგობრები იმყოფებოდნენ.
"ფაქტია, რომ აპირებდნენ ჩემს მოტაცებას. ჩემი მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩამჭიდეს ხელი და თითქმის გამატანეს, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა ივაჟკაცეს და არ გაატანეს ჩემი თავი. ძალიან ბევრნი იყვნენ, თითქმის 20 კაცი. ჯერ პროვოკაციაზე წამოვიდნენ, თითქოს მე პოლიტიკურ სახეს ვაძლევ ამას. პოლიტიკური სახე თვითონ მთავრობამ მისცა ამას,"-განაცხადა სარალიძემ.