17 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
მემანქანეთა პროტესტი - მეტროპოლიტენი დღეს არ იმუშავებს 

მეტროპოლიტენი დღეს არ იმუშავებს - შესაბამისი აბრები ყველა მეტროსადგურში უკვე გამოკრულია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ავტობუსებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს, მგზავრობა დღეს უფასო იქნება.

მეტროს გაჩერების მიზეზად მეტროს მემანქანეების პროტესტი და შიმშილობა სახელდება. მიუხედავად ამისა ისინი სამსახურში გვიან ღამით გავიდნენ, თუმცა მათივე თქმით, ისინი დეპოში არ შეუშვეს.

„სპეციალურად დააყენეს ხალხი, რომელიც სამსახურში შესვლის უფლებას არ გაძლევს მატარებლით. მეტროპოლიტენი პარალიზებულია, გაფიცვა არის სრულმასშტაბიანი და ეს გაგრძელდება მანამ სანამ, რაც არის მოთხოვნა ხელფასის მატება, საათში ათი ლარი, არ იქნება დაკმაყოფილებული,“-განაცხადა მეტროს მემანქანემ.  

ადგილზე ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან. სამოქალაქო სექტორი სასწრაფოდ მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კი ამბობენ, რომ უწყებამ მეტროს დახურვის გადაწყვეტილება მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო.

დღის ამბები