17 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნა - ზაზა სარალიძე პოლიტიკოსებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან მივა

ზაზა სარალიძე, პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დღეს, 14:00 საათისთვის სახელმწიფო კანცელარიასთან მისვლას გეგმავს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი სამომავლო გეგმები სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული.  

მათ თქმით, პარლამენტთან აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა მასშტაბური შეკრება კვირას 16:00 საათზეა დაგეგმილი.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე შუაღამისას დაიშალა. დემონსტრაციის განახლება შეკრებილებმა დღეს საღამოს 7 საათისთვის დაანონსეს.

„იქამდე მიიყვანეს ორი შვილმოკლული მამა, რომ თვეების თავზე რუსთაველის გამზირზე კარვებში ცხოვრობენ. მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის განტვირთვა, დაისაჯოს ყველა მკვლელი. აქ გარეულია მაღალი თანამდებობის პირები დანაშაულისთვის ხელის დაფარებაში,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები