ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნას, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ეხება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.
განცხადება ნუკრი ქანთარიამ გააკეთა და თქვა, რომ შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში შედგება და ის შედეგიანიც იქნება თუ, მოთხოვნები კონსტრუქციული იქნება.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ულტიმატუმის ენით ლაპარაკი მიუღებელია. ქანთარიას თქმით, მოთხოვნა პრემიერის გადადგომაზე, ფანტაზია და ილუზიაა.
„მთავარი მიზანი რომ სამართლიანობა ამ საკითხში დადგეს სწორედ, გამოძიება იყოს სრულყოფილად ჩატარებული და დამნაშავეები დაისაჯონ, ეს არის უმთავრესი ამოცანა. ამ ამოცანას ხელისუფლება რა თქმა უნდა მაქსიმალურად ცდილობს და ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში სწორედ დადგება ეს სამართლიანობა.
ბუნებრივია პრემიერს არ აქვს არავითარი მზაობა, რომ ვინმეს დაემალოს და რა თქმა უნდა შეხვდება, მაგრამ შეხვედრა იმისთვის თუ როგორ გადადგება პრემიერი, თუ ეს არის მთავარი, რა თქმა უნდა ეს იქნება ფანტაზია და ილუზია,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.