17 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
სახალხო დამცველის შეურაცხყოფა - სამოქალაქო სექტორი ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტის დროულ გამოძიებას ითხოვს 

სახალხო დამცველის შეურაცხყოფის ფაქტს და ვაკის პარკში გუშინ მომხდარ ინციდენტს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. სამოქალაქო სექტორი შს სამინისტროს მომხდარის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მტკიცებით, მომხდარი ომბუდსმენის საქმიანობის პირდაპირი ხელის შეშლაა და ამ დანაშაულზე იგნორირება მსგავსი ფაქტების წახალისებას გამოიწვევს.

„ვაკის პარკში მომხდარი ინციდენტი ტოვებს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა მსგავსი ტიპის მოვლენებმა მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. მნიშვნელოვანია ხელისუფლებას როგორი დამოკიდებულება ექნება ამ მოცემულობიდან გამომდინარე, როგორი იქნება მათი რეაგირება და რაც მთავარია არა მხოლოდ რეაგირება უბრალოდ დეკლარირებულად განცხადების დონეზე ან მოქმედების დონეზე, არამედ როგორ მიიყვანს ბოლომდე იმ სამართალწარმოებას, რომელიც შეიძლება კანონმდებლობით იყოს გათვალისწინებული,“-აცხადებს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.

სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით, ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი უკვე დააკავეს.

დღის ამბები