17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
მემანქანეთა გაფიცვის გამო მეტრო არ მუშაობს

თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხის წინაშე - დედაქალაქში მეტროპოლიტენი არ მუშაობს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ავტობუსებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.

მეტროს მემანქანეები  ხელფასების 45% პროცენტით გაზრდას ითხოვენ. მეტროს მემანქანეთა განცხადებით, მუშაობას იმ შემთხვევაში განაახლებენ, თუ თბილისის მთავრობა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

მეტროს მემანქანეები დედაქალაქის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად მზად არიან და მერიის წარმომადგენლებს შეხვედრას სთავაზობენ.

„გამოგვიყვანეს მარგინალურ მასად. ბოლო კონსტიტუციური უფლება გამოვიყენეთ და არ დავიშლებით“- აცხადებს მეტროს მემანქანე რობერტ მარგიშვილი.

მემანქანეთა უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს. ადვოკატი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერიას მოუწევს დათმობაზე წავიდეს.

სატრანსპორტო სამსახურის გადაწყვეტილებით დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.

დღის ამბები