17 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
"საზოგადოება დღეს სამართლიანად ითხოვს სისტემის დანგრევას" - დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობა” ზაზა სარალიძის მოთხოვნებს სრულად იზიარებს და მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს მხრიდან დაუცველ ყველა მსხვერპლს - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მოძრაობა მხარს არ უჭერს „ოცნების“ ხელისუფლებას და იმ აქტივისტებს, რომლებიც საზოგადოების ორად გაყოფას ცდილობენ.

დავით უსუფაშვილის მოძრაობა ასევე, ემიჯნება საქართველს ყოფილ პრეზიდენტსა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებს. ხელახლა დაკომპლექტდეს. მოძრაობაში ასევე მხარს უჭერენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას.

დავით უსუფაშვილი მთავარი პროკურორის სწრაფად შერჩევას და დანიშვნას ითხოვს. მისი თქმით, ეს პოსტი უნდა დაიკავოს  საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალმა და მან არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეს ნათელი უნდა მოჰფინოს.

დავით უსუფაშვილი იუსტიციის საბჭოს ხელახალ დაკომპლექტებაზეც საუბრობს.

„აუცილებელია საკანონმდებლო ჩარევის გზით იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ხელახლა დაკომპლექტება მაღალი ნდობის მქონე ადამიანებით, რათა სასამართლო სისტემაში დაიწყოს სასიკეთო და სწორი რეფორმები. და ბოლოს, საზოგადოება დღეს სამართლიანად ითხოვს სისტემის დანგრევას. ჩვენ სინამდვილეში სისტემა უნდა შევცვალოთ. ხოლო პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად აუცილებელია სისტემათა სისტემის შეცვლა. კერძოდ, პროპორციული არჩევნების დაუყოვნებლივი შემოღება,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დღის ამბები