17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
ცემის შემდეგ ბავშვს დააწერინეს, რომ მას მოუვიდა ჩხუბი მეგობრებთან - პატიმროს ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პოლიციელების დასჯას ითხოვს

ყაჩაღობაში ბრალდებული გიორგი შაურიძის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა თბილისის პროკურატურასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ხელახალი ობიექტური გამოძიების ჩატარებას და იმ პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რომლებმაც, მათი თქმით, შაურიძეს დაკავებისას ფიზიკური ზიანი მიაყენეს.

გიორგი შაურიძე უკვე მე-15 დღეა, საპატიმროში შიმშილობს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

„ცემის შემდეგ ბავშვს დააწერინეს, რომ მას მოუვიდა ჩხუბი მეგობრებთან დაკავებამდე და მას იმიტომ ჰქონდა ეს დაზიანებები. ამ ცემის შემდეგ აღიარებითი ჩვენება დააწერინეს, რაზეც ბავშვი არ არის დამნაშავე და არ ჩაუდენია. ამას ვითხოვთ, რომ სიმართლე დადგინდეს,“ -განაცხადა  გიორგი შაურიძის დედამ, თინათინ კირვალიძემ.

ოჯახის წევრები პროკურატურის წარმომადგენელსაც შეხვდნენ და მისგან დროული გამოძიების ჩატარების დაპირებაც მიიღეს.

დღის ამბები