17 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება მერიას არ გააჩნია - ირაკლი ხმალაძე

"ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ მერია არ ვაჭრობს 45%-ია თუ 10%, ჩვენ ვიძახით, რომ მიმდინარე წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება მერიას არ გააჩნია," - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება 2019 წელს, მერია შეხედავს რისი საშუალება იქნება. 

"გუშინ ასეთი კონკრეტიკა არ ყოფილა, თუ რამდენ პროცენტიან ზრდაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენი მესიჯი რაც იყო და მივაწოდეთ მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს, 2019 წელს შევხედოთ, რისი საშუალება ექნება მერიას იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში რომ ვიმსჯელოთ, 10%, 15% თუ 20%. 2018 წელს ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ხელფასების რაიმე ოდენობით ზრდასთან დაკავშირებით. გვინდა, ვუთხრათ ამ ადამიანებს და ზოგადად, მერიის სისტემაში მომუშავე ადამიანებს, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი შრომის ანაზღაურება იყოს სათანადო," - განაცხადა ხმალაძემ.

დღის ამბები