გაფიცვის მეორე დღე - მეტროს მემანქანეები თბილისის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა შემოიფარგლება მხოლოდ განცხადებებით და პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.
მემანქანეები ინტერესდებიან, თუკი მერიას აქვს იმის ფინანსური რესურსი, რომ მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ ამუშაოს, რატომ ვერ ხერხდება ის, რომ ეს თანხები მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს.
მემანქანეები ამბობენ, რომ, თუ მოხდება შეჯერება იმაზე, რომ მათი მოთხოვნები ეტაპობრივად 2019 წლიდან დაკმაყოფილდეს, მაშინ ისინი გაფიცვას შეწყვეტენ.
„ხალხი არის ძალიან გაჭირვებულ სიტუაციაში. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ 2019 წლის იანვარში ყოფილიყო ჩვენი მოთხოვნა შესრულებული და შესაბამისად, შეთანხმება შედგება თუ ამ პოზიციას შევაჯერებთ,“ - განაცხადა მეტროპოლიტენის მემანქანემ, ზაზა ბარბაქაძემ.