17 ნოემბერი 2024,   20:11
ვრცლად
თუ საქმე ბოლომდე ობიექტურად იქნება გამოძიებული, ამით სისტემა შეიცვლება - ლომჯრია ხორავას ქუჩის მკვლელობაზე საუბრობს

თეთრი ძაფით ნაკერი 11-ტომიანი საქმე - სახალხო დამცველი მოზარდების სასტიკი მკვლელობის შესახებ პირველ დასკვნას აკეთებს. ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიებაში სერიოზული ხარვეზების შესახებ საუბრობს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ გარკევეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესში, საერთოდ არ ჩატარებულა. თუ საქმე ბოლომდე ობიექტურად იქნება გამოძიებული, ამით სისტემა შეიცვლება - ამბობს ლომჯარია. ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი იმ საეჭვო გარემოებების შესახებ საუბრობს, რომელიც საქმეში კალანადიასა და მენაბდის მიმართ არსებობს. სახალხო დამცველი მზად არის ითანამშრომლოს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთანაც და მას მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც მისმა წარმომადგენლებმა ამ ეტაპზე მოიპოვეს.

"ბევრი ინტერესის თანხვედრას ჰქონდა ადგილი ამ საქმეში. ამ საქმის გამოძიება არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, ამ საქმის გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს სისტემა შეიცვალოს,"-აცხადებს ლო

დღის ამბები