17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
სტიქია გურჯაანში - ძლიერმა წვიმამ სახლები დატბორა

წუხანდელი უხვი ნალექის შედეგად, ქალაქ გურჯაანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ეზო დაიტბორა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო ფალიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ შანყულაშვილებთან, სადაც ძლიერმა წვიმამ სანიაღვრე არხების გადავსება გამოიწვია და სახლის პირველი სართული და სარდაფი მთლიანად წყლით დაფარა. ადგილზე ამოტუმბის სამუშაო სამაშველო სამსახურმა განახორციელა. ადიდებულმა ჭანდრის ხევმა კი საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. სტიქიის ზონაში გურჯაანის მერი ჩავიდა.

დღის ამბები