17 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში "თავისუფალი ზონის" წევრის, ბადრი ნატროშვილის გამოკითხვა გვიან ღამით დასრულდა

ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში "თავისუფალი ზონის" წევრის, ბადრი ნატროშვილის გამოკითხვა გვიან ღამით დასრულდა. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ფიზიკურად სამგორში, ერთ-ერთ ავტოფარეხში გაუსწორდნენ. ნატროშვილის თქმით, ერთ-ერთ მოქალაქესთან პოლიტიკურ საკითხებზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბადრი ნატროშვილს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება, გვიან ღამით ის თბილისის რეფერალურ კლინიკაში შესამოწმებლად გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები