17 ნოემბერი 2024,   19:59
ვრცლად
სპეცოპერაცია ღამის კლუბებში - EMC პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა EMC-იმ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ
ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდის შედეგად პოლიციის მოქმედებაში გამოკვეთა თვითნებური დაკავების და არაპროპორციული საპოლიციო ძალის გამოყენების შესაძლო შემთხვევები. არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის პროკურატურას ოთხი განცხადებით მიმართა.

"განცხადება შეეხება იმ მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც ერთდროულად გაიმართა თბილისის რამდენიმე კლუბში და კლუბებს გარეთ სპონტანურად გამართულ აქციებზე. განცხადებები ეხება სავარაუდო უკანონო დაკავების შემთხვევებს. დაახლოებით 40 ადამიანის დაკავება მოხდა, მათ შორის იყვნენ პროტესტის შესაძლო ლიდერები და ორგანიზატორების, მათი ადმინისტრაციული წესით დაკავებაც განხორციელდა, რამდენიმე მათგანი უთითებს მატ მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული.

დღის ამბები