სამი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან. ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა.
დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია.
ტრაგედიას 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორი მათგანი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. სულ დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი.
თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი და მზიურის ბაღი. საერთო ჯამში ზარალმა 50 მილიონი ლარი შეადგინა.