ამ დრომდე ჩაკეტილია წყნეთი-ბეთანიის გზა, სადაც გუშინდელი სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა.
სწორედ ამ გზაზე ჩამოწვა 2015 წლის 13 ივნისს თავდაპირველად მეწყერი. მისი გახსნა სავარაუდოდ, დღეისთვის იგეგმებოდა, თუმცა სტიქიის გამო - პროცესი დიდი ალბათობით, კიდევ გადაიწევს.
ადგილზე ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოებიც, თუმცა როდის აღდგება მოძრაობა ჯერ უცნობია.