დედაქალაქის მთავრობის სხდომა 13 ივნისის სტიქიაზე საუბრით დაიწყო.
თბილისის მერის თქმით, ეს უმძიმესი ტრაგედიაა დედაქალქისთვის, რომელმაც შეიწირა ადამინების სიცოცხლე. მან გაიხსენე იმ ახალგაზრდების სოლიდარობა, რომლებიც კვირების განმავლობაში სტიქიის ზონაში მოხალისეებად მუშაობდნენ.
ასევე, დედაქალქის მერმა ყურადღება გაამახვილა 2 დღის წინ მომხდარ სტიქიაზე და ამ მიმართულებით დარჩენილი პრობლემების მოგვარებისკენ რაიონების გამგებლებს მოუწოდა.
"მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ახალგაზრდების ერთობა და სოლიდარობა იმ დღეებში. კარგად გვახსოვს, თუ როგორი თანადგომა იყო მაშინ, როგორ ვიყავით გაერთიანებული თითოეული ჩვენგანი, როგორ ვმუშაობდით, რომ მოგვეწესრიგებინა ის, რაც დანგრეული და გაუბედურებული იყო.
რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში უხვი ნალექის გამო შეიქმნა პრობლემები. მინდა, დაგავალოთ გამგებლებს, რომ თუ არის კიდევ დარჩენილი პრობლემური საკითხები, თუ არის ისეთი ოჯახები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემა, დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ ამ ადამიანებს, რათა ყველაფერი გააკეთოთ და დროულად მოაწესრიგოთ“, - განაცხადა კალაძემ.