17 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი გაშენდება

თბილისში ორი ახალი საქალაქო პარკი მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე პარკების მოსაწყობად ორი კონკრეტული ადგილის შესწავლა მიმდინარეობს.

„ჩვენ გვინდა, რომ ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა განვახორციელოთ. ამ მიზნით ვიწყებთ კვლევას ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელება. მეორე ტერიტორია ეს არის თემქის ხევი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდი ტერიტორიაა. ახლოს არის თბილისის ზღვასთან და დიდი პოტენციალი აქვს,”- განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები