13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულები დღეს მემორიალთან შეიკრიბნენ, სადაც თბილისის მერი მივიდა. კახა კალაძემ დაზარალებულებს მიუსამძიმრა და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„ყველანაირი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ყველაფერი რაც დაინგრა აღდგება, მაგრამ დაღუპულებს ჩვენ ვერ დავაბრუნებთ,“ - აღნიშნა თბილისის მერმა.
დაზარალებულები სამი წლის წინანდელ ტრაგედიას იხსენებდნენ და იმ ზარალზე საუბრობდნენ, რაც მათ სამი წლის წინ მიადგათ.