17 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
ჭიათურაში პოლიციის შენობასთან სამი პირის მიერ შიმშილობის დაწყებას შსს ეხმაურება

ჭიათურაში პოლიციის შენობასთან სამი პირის მიერ შიმშილობის დაწყებასა და პირის ამოკერვას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყება ბრალდებებს გამოეხმაურა.

მოშიმშილეები ყვებიან, რომ 26 მაისს მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა პირი ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და გამოუშვეს, ერთ მათგანს - თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოს რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს. თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.  

ბრალდებულის ახლობლების მოთხოვნები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და პროტესტის გამოხატვის ფორმა მიუღებელია იმ ფონზე, როდესაც ბრალდებულის მიმართ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები,“- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები