17 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
დროებითი მთავრობისა დამტკიცებასა და დაგეგმილ ცვლილებებს მესამე სექტორი კომიკურს უწოდებს

საქართველოს ისტორიაში 3-კვირიანი მთავრობის არსებობას კომიკურს უწოდებს სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ მთავრობამ არასწორად შეაფასა საზოგადოების პროტესტი, შედეგად კი არა ძირეული რეფორმები და ცვლილებები განახორციელა, არამედ დროებითი მთავრობა დააკომპლექტა.

“ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არა გუნდის მიერ არამედ ერთი ადამიანის მიერ იქნა მიღებული. ეს რა თქმა უნდა არის ცუდი და ზუსტად ამიტომ ვართ გაურკვევლობაში. ჩვენთვის გაუგებარია, როგორ მოხდება ახალი მთავრობის დამტკიცება, მას შემდეგ რაც ეს მთავრობა დამტკიცდება ესეც არის კომიკური სიტუაცია,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე კი აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრის გადადგომა იყო, თუმცა მმართველმა გუნდმა საზოგადოების მოთხოვნას ადექვატურად არ უპასუხა და წულუკიანი გუნდში დატოვა.

დღის ამბები