17 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა

წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. ამ დროისთვის უცნობია რა საკითხებზე იმსჯელა 46-მა სასულიერო პირმა, თუმცა როგორც ცნობილი იყო, სასულიერო პირების ერთი ნაწილი პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს ლეგიტიმაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ ღიად აყენებდა.

განსახილველ საკითხებს შორის უნდა ყოფილიყო კრიზისი საპატრიარქოში და დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე. სინოდის წევრებს ასევე უნდა გადაეწყვიტათ, დაუჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას და რუსული ეკლესიისგან გამოყოფას.

შვიდი თვის შემდეგ სინოდის სხდომა დღეს პირველად შეიკრიბა. 

დღის ამბები