წლევანდელი თბილისი open air დღეს დაიხურება. მანამდე კი ლისი ვანდერლენდში არსებულ მთავარ სცენაზე კონცერტს ცნობილი ინგლისელი მუსიკოსი ტომ ოდელი გამართავს. ლისზე სულ ოთხი სცენაა მოწყობილი, სადაც განსხვავებული ჟანრის კომპოზიციები სრულდება. ფესტივალზე გუშინ მსმენელის წინაზე 30-ზე მეტი მუსიკოსი წარსდგა. open air -ის მეორე დღის მთავარი სტუმარი ირლანდიელი მომღერალი როიზინ მერფი იყო . მან სიმღერები ახალი ალბომიდან შეასრულა.