17 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ზაზა სარალიძე პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება. 

ზაზა სარალძის ინფორმაციით, ის ელოდება პასუხებს კითხვებზე - რატომ არიან 7 თვის განმავლობაში მისი შვილის მკვლელები თავისუფლები. 

სარალიძე იმედს გამოთქვამს, რომ მთავარ პროკურატურას მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები ექნება. მისივე თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაბიჯების გადასადგმელად მზად არის, თუმცა მას წინააღმდეგობას პროკურატურა უწევს. 

შეხვედრა მთავარ პროკურატურაში 13:00 საათზეა ჩანიშნული. 

"შ.ს.ს. მზადაა ნაბიჯების გადასადგმელად მაგრამ როგორც ვხედავ წინააღმდეგობას უწევს პროკურატურა.

13.00 საათზე მივდივართ მთავარ პროკურატურაში,რათა მივიღოთ პასუხები თუ რის ნიადაგზე არ სურთ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა.

იმედი მაქვს 7 თვიანი ლოდინის შემდეგ ექნებათ რეალური პასუხები,თუ რატო დადის სადისტი მკვლელები ქუჩაში თავისუფლად და რატო არ სურს პროკურატურას მათი თავისუფლების აღკვეთა,"-აცხადებს ზაზა სარალიძე. 

დღის ამბები