"საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება" მიიჩნევს, რომ ტყიბულის შახტში შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით სისტემური პრობლემა არსებობს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებია. მიუხედავად კომპანიის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა - ხელმძღვანელ პირებად დაინიშნონ მეშახტეთა გარკვეული ჯგუფის მიერ შეთავაზებული კანდიდატები, პროფკავშირები საკუთარ მოთხოვნებს ძალაში ტოვებს: მოხდეს უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა; განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია, ამ პერიოდში კი მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა. ეს პროფკავშირების მოთხოვნებია, რომლის შესახებაც ორგანიზაციამ წერილობითი განცხადება გაავრცელა.
"აუცილებელია რომ პრინციპული მოთხოვნები, მთავარი ფუნდამენტური მოთხოვნები ამ მოქმედებების ფონზე არ დარჩეს ყურადღების მიღმა,"-აცხადებს პროფკავშირის ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტი გიგა ბექაური.