22 დეკემბერი 2024,   15:01
ვრცლად
"ჩინოვნიკები სძალავენ მილიონობით დოლარს კომპანიას და ბიზნესს" - ირაკლი აბესაძე "იბერიას" საქმეზე

„ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები სძაალავენ მილიონობით დოლარს კომპანიას და ბიზნესს,“- ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ოპოზიციის წარმომადგენელმა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაზე ისაუბრა.

ირაკლი აბესაძემ ეს განცხადება „იბერიას“ დამფუძნებლის, ნატო ჩხეიძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების  შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ვხედავთ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს, ივანიშვილის ნათესავებს, პარტიისა თუ ივანიშვილის სახელის გამოყენებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით, თუ როგორ ახდენენ ბიზნესის დარეკეტებას და ფულის გამოძალვას. ძალიან ცხადი მაგალითია „ომეგა ჯგუფის“ შემთხვევა, რომლის საქმიანობა, მოგწონს თუ არ მოგწონს, მეორე საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისადმი, თითქოს, შექმნილი პრობლემების სანაცვლოდ, ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები სძაალავენ მილიონობით დოლარს კომპანიას და ბიზნესს,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები