საავადმყოფოში მოულოდნელად დაღუპული შვილების მშობლები წლების განმავლობაში ელოდებიან მათი შვილების გარდაცვალების მიზეზის დადგენას და დამნაშავეების დასჯას.
მიზეზის დადგენას კომისიური ექსპერტიზის დასკვნის არარსებობა აბრკოლებს.
მედიკოსების ჯგუფი, რომელმაც მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, ხშირ შემთხვევაში თავისივე კოლეგის დადანაშაულებას ერიდებიან.
რაც მთავარია - კანონში არ არსებობს მუხლი, რომელიც სპეციალისტებს შეკრებას აიძულებს.
გიული გაბინაშვილი შვილის გარდაცვალების მიზეზებს დღემდე არკვევს და დამნაშავეების დასჯას უკვე 4 წელია უშედეგოდ ითხოვს.
პროკურატურას გამოძიების დასასრულებლად კომისიური ექსპერტიზის დასკვნა სჭირდება, თუმცა მედიკოსების ჯგუფი უკვე მეოთხე წელია ვერ შეიკრიბა.
გაბინაშვილების მსგავსად 2 წელია კომისიური ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან ასპინძაში მცხოვრები მელიქიძეები.
ავტორი: თამთა ჩიტიშვილი.