17 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
კოალიციაში გატაცების საქმეზე კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ

"ქართული ოცნება" გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ ფრაქცია «ქართული ოცნება - მრეწველების» წევრმა გიორგი კახიანმა დღეს განაცხადა. ამით ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლებიც საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ. 

პოლიტიკოსებს შორის დღეს აქტიურად განიხილება 19 წლის ბიჭის გატაცების საქმეზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხდება. ღარიბაშვილის ბრალდებას ეხმაურებიან როგორც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ისე "ნაციონალური მოძრაობის წევრები".

„ოცნების ტრადიციაა მძიმე დანაშაულებების "ნაციონალურ მოძრაობისათვის" დაბრალება“ - აცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. პარტიაში ფიქრობენ რომ პრემიერმინისტრი და მთავრობა საზოგადოებაში მათ მიმართ ნეგატიურ განწყობას ქმნის.

„პრემიერმინისტრი უკადრებელს კადრულობს“, - აცხადებს გიორგი საყვარელიძე. მისი აზრით, ღარიბაშვილი ცრუობს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

გიგი წერეთლის აზრით კი პრემიერმინისტრი უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხელისუფლებას ბარბარე რაფალიანცის საქმეს ახსენებს და ხელისუფლებას ახალ ცილისწამებაში ადანაშაულებს.

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" კი არ გამორიცხავენ, რომ გამტაცებლებსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კავშირი არსებობდეს. 

დღის ამბები