17 ივნისი 2024,   16:29
ვრცლად
"ძველებური ირანული გამათბობელი ჰქონდა..."- ვარკეთილში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა

კიდევ ერთი უბედური შემთხვევა თბილისში - გაუმართავმა გაზგაყვანილობამ ვარკეთილში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვარკეთილში მდებარე 341-ე კორპუსის, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა. ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს. კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მთელი დღის განმავლობაში სადარბაზოში გაზის ძლიერ სუნს გრძნობდნენ.

„ძველებური ირანული გამათბობელი ჰქონდა. გამწოვი არ ჰქონდა. სუნი იყო მაგრამ ეგეთი სუნი არ იდგა რომ გამოგვეძახა სამაშველო,“-განაცხადა გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეზობელმა სალომე რუხაძემ.

არსებული ინფორმაციით ბინა გარდაცვლილი მამაკაცებიდან ერთ-ერთს ეკუთვნის. მეორე მამაკაცი კი მასთან სტუმრად იმყოფებოდა. სავარაუდოდ ისინი ნასვამები იყვნენ და ბუნებრივი აირის სუნი ვერ იგრძნეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები